logo
ENG



სალივანის თქმით, უკრაინის განაცხადი NATO-ში "სხვა დროს უნდა იქნას განხილული"

01 ოქტ 202200:48
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ს მიაჩნია, რომ უკრაინის შესვლა NATO-ში "სხვა დროს უნდა იქნას განხილული". ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

"ამერიკის შეერთებულ შტატები ათეულობით წლის განმავლობაში მკაფიოდ აცხადებდა, რომ მხარს ვუჭერთ NATO-ს ღია კარის პოლიტიკას. ნებისმიერი გადაწყვეტილება NATO-ს წევრობაზე მიიღება 30 მოკავშირესა და იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც სურთ წევრობა", - თქვა სალივანმა ბრიფინგზე.

"ახლა მიგვაჩნია, რომ უკრაინის მხარდაჭერის საუკეთესო გზა ესაა უკრაინაში ადგილზე პრაქტიკული დახმარება და რომ პროცესი ბრიუსელში სხვა დროს უნდა იქნას განხილული", - აღნიშნა მან.

რუსეთმა უკრაინის 4 ოლქის ანექსიას მოაწერა ხელი. სიტყვით გამოსვლისას პუტინმა უკრაინას მოუწოდა "მყისიერად შეწყვიტოს ცეცხლი და დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან".

რუსეთის პრეზიდენტის მიმართვიდან მალევე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ NATO-ს დაჩქარებული გაწევრიანებისთვის განაცხადი შეაქვთ. 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტეოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO-ს კარი ღია რჩება, ამავე დროს, კი აღნიშნა, რომ წევრობაზე გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული 30 მოკავშირის მიერ და ასეთ გადაწყვეტილებებს კონსენსუსის გზით იღებენ. 


close დახურვა